სერფინგის ვარსკვლავის სიკვდილი ბრაზილიაში

AutoSharing Option
ბრაზილიური სერფინგის ვარსკვლავი რიკარდო დოს სანტოსი სამი დღის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპორტსმენს ქალაქ ფლორიანაპოლისში საკუთარ სახლთან ახლოს ესროლეს.

არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა დოს სანტოსს სამხედრო პოლიციელმა ლუის ბრენტანომ მიაყენა, რომელიც იმ მომენტისთვის მორიგეობაზე არ იმყოფებოდა. თავად ბრენტანომ განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით გაისროლა, რადგან სერფერი დანით ემუქრებოდა, მაგრამ გამოძიების წარმომადგენლის თქმით, ტრაგედიის ადგილას არანაირი იარაღი არ აღმოუჩენიათ.

დოს სანტოსი სერფინგის ვარსკვლავი 2012 წელს გახდა, როცა მსხვილი ტურნირი მოიგო ტაიტიზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული