სინქრონული ცურვა: რუსი სინქრონისტი ბიჭი

AutoSharing Option
წელს, სინქრონულ ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების რიგებში შერეული წყვილი იასპარეზებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსების დამრიგებელმა ტატიანა პოკროვსკაიამ განუცხადა.

"გადავწყვიტეთ, შანსი მივცეთ ჩვენს ბიჭს, ალექსანდრ მალცევს. უკვე მზად ვართ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების დასაწყებად", - განაცხადა მან და დაამატა, რომ მამაკაცი მოცურავისთვის ჯერ არ არის ნაპოვნი პარტნიორი.

ალექსანდრ მალცევი, რომელიც 2015 წელს 20 წლის გახდება, ერთადერთი მამაკაცია რუსეთის სინქრონული ცურვის ნაკრებში.

სპორტის ამ სახეობაში შერეულ წყვილებს შორის მედლების გათამაშების გადაწყვეტილება 2014 წლის 29 ნოემბერს მიიღო ცურვის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესმა. ამ სიახლეს
დებიუტი ექნება ყაზანში, სადაც წელს, 24 ივლისიდან 16 აგვისტომდე, გაიმართება საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული