შერეული ორთაბრძოლების ქართველმა სპორტსმენებმა მედლები ევრომაიდანს უძღვნეს

AutoSharing Option
შერეული ორთაბრძოლების ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი ევრომაიდანს უძღვნეს.

უკრაინელი ხალხისადმი მიმართვა საქართველოს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა მამულაშვილმა გაავრცელა.

ახლახან ბაქოში ჩატარებულ მსოფლიოს თასის ფინალურ ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე გუნდური ადგილის მგლობელი გახდა. ტურნირში 6 ქვეყნის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. ბრინჯაოს მედლები კი შოთა აბულაშვილმა, გიორგი ჯანგირაშვილმა, ოთარ ტაბატაძემ და გიგა კუხალაშვილმა დაისაკუთრეს.

მიმართვა უკრაინელ პატრიოტებს
შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირზე დაკავებულ მე-3 ადგილს ევრომაიდანის ყველა უკრაინელს უძღვნის.

ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ გავიმარჯვებთ!!

ჩვენო ძმებო,
უკრაინელებო, არ დანებდეთ. დღეს თქვენ ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვით!!!

არ მისცეთ ბოროტ ძალას თქვენზე გამარჯვების უფლება. გაუმარჯოს უკრაინას! საქართველო თქვენთანაა!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული