საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციამ 2011 წელი შეაჯამა

AutoSharing Option
18 იანვარს სასტუმრო "ამბასადორში" საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციამ 2011 წლის შემაჯამებელი ცერემონია გამართა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ კონფედერაციაში შემავალი სახეობების წარმომადგენელი საუკეთესო სპორტსმენები, ახალგაზრდები და მსაჯები.

საუკეთესოები კონფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ, სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა და პარლამენტის სპორტისა და ახალაგზრდული კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი ასანიძემ დააჯილდოვეს.

სახეობებში გამორჩეულები იყვნენ:

1. ხრიდოლი - რომან ხუნდაძე

2. თავისუფალი ბრძოლები - შალვა მამაცაშვილი

3. უშუ - გიორგი შოთაძე

4. კარატე - დავით ტყებუჩავა

5. კარატე - ირაკლი ტყებუჩავა

6. ტაეკვანდო -
შოთა გოჩიაშვილი

7. კიკბოქსინგი - თეონა ლავრელაშვილი

8. K1 - დავით ქირია

9. აიკიდო - ლაშა როსტომაშვილი

10. სუმო - ავთანდილ ცერცვაძე

გამოვლინდნენ საუკეთესო ახალგაზრდები: გიორგი ჯიქია, შალვა მამაცაშვილი, ნიკა ხვედელიძე, ვალერი ნადირაშვილი, აკაკი ქარსელაძე, შოთა გორელაშვილი, გიორგი კეჭაყმაძე, გიორგი ტოტიკაშვილი, ნიკა მამაგულაშვილი, ნოდარ შველიძე, ნესტორ ჩიკვილაძე, ზვიად არაბული.

გოგონებში გამორჩეულები იყვნენ - ოლია ჭუმბურიძე, დიანა დარჩიაშვილი და სალომე ლაშხია.

დაჯილდოვდნენ საუკეთესო მსაჯები: ვასილ მაღლაკელიზე, მალხაზ ჭუმბურიძე, მერაბ თურქია, მამუკა ყურაშვილი, მალხაზ ხვედელიანი.

საქართველოში 2011 წლის განმავლობაში ჩატარდა 250 საკლუბო, 30 რესპუბლიკური და 14 საერთაშორისო ტურნირი, აგრეთვე გაიმართა 7 საერთაშორისო სემინარი, სადაც ჯამში მონაწილეობა მიიღო 9 ათასზე მეტმა სპორტსმენმა.

საერთაშორისო ტურნირებზე საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 20 ქვეყნის 30 ღონისძიებაში.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და თასის გათამაშებებზე საქართველოს საბრძოლო კონფედერაციის წარმომადგენლებმა მოიპოვეს 62 ოქროს, 84 ვერცხლის და 105 ბრინჯაოს მედლები.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული