რასისტული ხუმრობა

AutoSharing Option
ახალმა ზელანდიელმა სტივ უილიამსმა, რომლის პროფესიაა გოლფისტის ყვანჯების ტარება (ინგლისურად ამ პროფესიას - კედი ეწოდება), შანხაიში საუკეთესო კედის დაჯილდოვების ცერემონიაზე თავისი ყოფილი ბოსის ტაიგერ ვუდსის მისამართით ისეთი სიტყვები წარმოსთქვა, რომელმაც შოკში ჩააგდო იქ დამსწრე საზოგადოება.

კითხვაზე - რას უპირებს თავის პრიზს, უილიამსმა უპასუხა, რომ უნდა ეს ჯილდო იმ შავ ადგილას შეტენოს, რომელსაც ინგლისურად ass hole ჰქვია. ყველასთვის გასაგები იყო, რომ უილიამსს მხედველობაში ჰყავდა ვუდსი, რომელთანაც მან 12 წელი იმუშავა და მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო.

თვითმხილველთა თქმით, კედის  სიტყვებმა შოკში
ჩააგდო ცერემონიაზე შეკრებილი საზოგადოება. უილიამსის ერთ-ერთმა კოლეგამ აღნიშნა, რომ ბევრს პირდაპირი მნიშვნელობით ყბა ჩამოუვარდა. "ვიცოდით, რომ იდიოტი იყო, მაგრამ არ გვეგონა თუ იდიოტი რასისტი იქნებოდა", - განაცხადა მან.

უკვე მომდევნო დღეს უილიამსმა საკუთარ ვებგვერდზე ბოდიში მოიხადა: "მოთამაშეები და მათი თანაშემწეები მოუთმენლად ელოდნენ ამ საღამოს, რომელზეც საყოველთაო მხიარულება, ხუმრობა და სიცილი სუფევდა, - დაწერა მან. - ვაცნობიერებ, რომ ჩემი სიტყვები, შესაძლოა, რასიზმთან იყოს ასოცირებული. მაგრამ ასეთი განზრახვა არ მქონია, ამიტომაც მინდა ბოდიში მოვუხადო ტაიგერ ვუდსს და ყველას, ვისაც ვაწყენინე". საბოლოოდ, უილიამსმა თავიდან აიცილა სასჯელი პროფესიული გოლფის ასოციაციისგან.

ვუდსი და უილიამსი ერთობლივი მუშაობის პერიოდში ახლო მეგობრები იყვნენ, მაგრამ შემდეგ გოლფისტმა მასთან განშორება გადაწყვიტა.

ახლა უილიამსი ავსტრალიელ ადამ სკოტსთან მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული