ვუდსი როჯერთან მეგობრობს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ამერიკელ გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა, რომელიც ამჟამად ატლანტაში რიგით მეოთხე "მეიჯორში" - PGA-ის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკვე მრავალი წელია მეგობრული ურთიერთობა აქვს ყველა დროის ტიტულოვან ჩოგბურთელთან როჯერ ფედერერთან.

"მე და როჯერს მუდმივი ურთიერთობა გვაქვს. უკვე მრავალი წელია ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. საშუალებას არ ვუშვებთ ხელიდან, რომ ერთმანეთს გავეხუმროთ. ის ამ კვირას მონრეალში თამაშობდა და ვცდილობდი თვალს მედევნებინა მისი გამოსვლისთვის", - განაცხადა ვუდსმა.

გოლფისა და ჩოგბურთის ლეგენდებს ხშირად მიუღიათ მონაწილეობა ერთობლივ სარეკლამო აქციებში - მათ რამდენიმე საერთო
სპონსორი ჰყავთ: Nike, Gillette და სხვა კომპანიები. ტაიგერი პერიოდულად ესწრება როჯერის მატჩებს და მათ გოლფიც ხშირად უთამაშიათ ერთად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული