ბალტიის ქართველი აღმოჩენა - სალომე ფაჟავა

AutoSharing Option
პოლონეთის ქალაქ გდინიაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი "ბალტიის თასი 2011", რომელიც ტრადიციულად, ყოველ წელიწადს იმართება საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ეგიდით.

ტურნირზე იუნიორთა შორის შესანიშნავად იასპარეზა "ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემია და კლუბ გრაციას" ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ, რომელმაც სამი საგნით, გურზებით, რგოლითა და ბურთით ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა ტანმოვარჯიშემ, რომელიც სპეციალიტებმა ერთხმად აღიარეს ტურნირის აღმოჩენად, წინ მხოლოდ რუსი დარია კოლობოვა და ამერიკელი რებეკა სერედა გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ფაჟავა მედლებით არაერთი საერთაშორისო ტურნირიდან დაბრუნებულა სამშობლოში, თუმცა გდინიაში გამართული შეჯიბრების დარი მაღალი დონის
ტურნირზე აქამდე არასდროს უასპარეზია. თავად განსაჯეთ, პოლონეთში ფაჟავას ისეთი სატანვარჯიშო ქვეყნების წარმომადგენლებთან უწევდა პაექრობა, რუსეთი, აშშ, უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი, უზბეკეთი და ბელარუსი რომ არიან.

სალომემ ამ და სხვა ქვეყნების წამყვან ტანმოვარჯიშეებს ტოლი არაფერში დაუდო და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული