ლეგენდა გარდაიცვალა

AutoSharing Option
შაბათს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ესპანელი გოლფისტი სევერიანო ბალესტეროსი. ვეტერანი ბოლო სამი წელი ტვინის სიმსივნეს ებრძოდა. შაბათს ღამით მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ბალესტეროსი ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო გოლფისტი იყო. ის ფაქტობრივად გოლფის ყვინჯთან ერთად იზრდებოდა, რადგან მისი ბაბუა პროფესიონალი იყო იმ გოლფ-კლუბში, სადაც სევერიანო პირველ ნაბიჯებს დგამდა სპორტის ამ სახეობაში.

1973 წელს, 16 წლის ასაკში ბალესტეროსი პროფესიონალი გოლფისტი გახდა. ე. წ. "მეიჯორის" პირველი ტიტული მან 1979 წელს მოიგო - ტურნირ Open-ის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული
გახდა. ერთი წლის შემდეგ ბალესტეროსმა იგივე წარმატება US Masters-ზე აჩვენა. 1980 წელს ბალესტეროსი რაიდერის თასზე ევროპის ნაკრების რიგებში ჩაირიცხა და სწორედ ამ გუნდმა დაამხო იმ დროისთვის ამერიკელთა დომინირება პროფესიულ გოლფში.

1997 წლიდან მოყოლებული ბალესტეროსის თამაშში ჩავარდნა დაიწყო. თავად გოლფისტი ზურგის ტკივილს უჩიოდა. ამავდროულად, იმავე წელს ესპანელი ევროპის ნაკრების კაპიტნად დანიშნეს და მისმა გუნდმა ესპანეთში რაიდერის თასი მოიგო. მკურნალობის მიუხედავად, სევერიანომ ვერ შეძლო ძველი ფორმის დაბრუნება.
1999 წელს მან განაცხადა, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობს გოლფს და ოფიციალურად მიდის დიდი სპორტიდან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული