დიდი ბრძოლა ფინალის წინ

AutoSharing Option
შეფილდში "კრუსიბლის" თეატრის დარბაზში ნახევარფინალების დრო დადგა. ორი უმაღლესი კლასის დაპირისპირება გულგრილს არავის ტოვებს: ერთში ჯონ ჰიგინსი მარკ უილიამსის წინააღმდეგ, მეორეში - დინ ჯუნჰუ ჯად ტრამპის პირისპირ.

დინისა და ჯადის ნახევარფინალში უკვე სამი სესიის გამართვა მოესწრო. თავიდან ტრამპი (მან წინა ორ ეტაპზე მსოფლიოს ორი ჩემპიონი გამოთიშა ბრძოლას) დაწინაურდა - 7:4, მაგრამ ჩინელმა ბრწყინვალე გარღვევა განახორიცელა - ზედიზედ 5 ფრეიმი მოიგო და 9:7 გაიჭრა წინ.

საღამოს სესიაზე ჯუნჰუმ კიდევ ერთი ფრეიმი აიღო, მაგრამ შემდეგ ტრამპის სპურტის ჯერი დადგა - ინგლისელმა ასევე
მიჯრით ხუთი პარტიის აღება შეძლო, თანაც ორჯერ "სენჩური-ბრეიკი" (102 და133) დააფიქსირა. საღამოს სესიაში ბოლო ფრეიმი ჩინელს ერგო და ანგარიში 12:12 გახდა.

რაც შეეხება ტოპმატჩს ჰიგინსსა და უილიამსს შორის, აქ მეორე სესიის შემდეგ ის სხვაობა შენარჩუნდა, რაც პირველის ბოლოს იყო. უილიამსმა რამდენიმე ასიანი სერია აჩვენა და რამდენჯერმე სცადა ამ ტურნირზე საუკეთესო ბრეიკის დაფიქსირება, მაგრამ ლიდერი ამ მხრივ კვლავაც მარკ კინგი რჩება.

უილიამსისთვის მთავარი ის იყო, რომ ასეთი კარგი თამაშის წყალობით 9:5 დაწინაურდა, ოღონდ ბოლოში ოდნავ მოდუნდა და ბოლო ორი ფრეიმი დათმო, რითაც მომდევნო სესიის წინ ასეთი ანგარიში დააფიქსირა - 9:7 მარკის სასარგებლოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული