ტრაგედია ალპებში

AutoSharing Option
ცნობილი შვეიცარიელი ალპინისტი ერჰარდ ლორეტანი ალპებზე ასვლისას დაიღუპა. ტრაგედია ხუთშაბათს მოხდა - ზუსტად ამ დღეს ლორეტანს 52 წელი შეუსრულდა.

ლორეტანი მეწყვილესთან ერთად ადიოდა მთაზე: თავიდან თხილამურებით, შემდეგ თოკში ჩაბმული. 3800 მეტრ სიმაღლეზე ტანდემი მთას მოწყდა. შვეიცარიელი ადგილზე დაიღუპა, მისი 38 წლის მეწყვილე ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ის მძიმე ტრავმებით მიიყვანეს საავადმყოფოში. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის განცხადებით, გამოცდილი ალპინისტის კლდიდან მოწყვეტის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.

ლორეტანი ალპინიზმით 11 წლის ასაკიდან იყო გატაცებული და იმ მთასვლელთა სიაში შედიოდა, ვისაც თოთხმეტივე რვაათასიანი მწვერვალი აქვს
დაპყრობილი. შვეიცარიელი ევერესტზე ღამით უჟანგბადოდ ასვლითაც არის ცნობილი. მან ეს 1986 წელს გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული