ნიჩბოსნობა და ნარკოტიკები: ჩემპიონი და მისი ლაბორატორია

AutoSharing Option
ნიჩბოსნობაში ორგზის ოლიმპიურმა პრიზიორმა ნათან ბეგეილიმ აღიარა, რომ აკრძალულ პრეპარატ მეტამფეტამინს ამზადებდა, - წერს ბრიტანული გაზეთი "გარლიანი".

პოლიციამ ავსტრალიელი 2013 წლის ნოემბერში დააპატიმრა. მიზეზი იყო სპორტსმენის კავშირი სინდიკატთან, რომელმაც ნარკოტიკების მწარმოებელი ორი ლაბორატორია აღმოაჩინა. სწორედ ამ ლაბორატორიებში მზადდებოდა მეტამფიტამინი. ბეგეილთან ერთად, ამ საქმეში გადის მისი უმცროსი ძმა - დრიუ მაკლეინი.

რვა მუხლით წარუდგინეს ბრალდება, მაგრამ ბეგეილის აღიარებითი ჩვენების შემდეგ ბრალდება რვიდან შვიდამდე ჩამოვიდა. 39 წლის ნიჩბოსანს განაჩენს ამა წლის მარტში გამოუტანენ.

სხვათა შორის, ბეგეილი ადრეც იყო ნასამართლები და ციხეში აღმოჩნდა.
მაშინ მას "ექსტაზის" ვაჭრობა (1509 აბი) დაუმტკიცდა და ორ წელიწადზე მეტი გაატარა პატიმრობაში.

ბეგეილმა 2004 წელს ათენის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვა 500 მეტრზე ერთადგილიანი და ორადგილიანი კაიაკით რბოლაში. ის, აგრეთვე, სამჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

2005 წლის სექტემბერში ავსტრალიელი დოპინგის გამოყენებაში ამხილეს და ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული