გენადი კვიკვინია მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
ქართველი მკლავჭიდელი გენადი კვიკვინია (110 კგ) მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავით პაექრობაში.

10 მაისს ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონტინენტზე ბადალი არ ჰყავს: ცაციათი ფინალში უკრაინელი სერგეი ტოკარევი დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ბრინჯაო დმიტრი შმიკოს (ბელარუსი) ერგო. ვასილ დაუთაშვილი მეხუთე იყო. უფროსებში მეორე ადგილი დაიკავა გელა არაბულმა (60 კგ), ხოლო ვილენ გაბრავა (65 კგ) მესამე ადგილს დასჯერდა.

18-წლიანებში ორი ოქროს მედალი მოიპოვა ვალერი მელაძემ (80 კგ); გურამ აბულაშვილი ცაციათი პირველი
იყო, მარჯვენა მკლავით კი მეორეზე გავიდა - ფინალური პაექრობა აზრეტ აკბაევთან დათმო.

21-წლიანებში იმედა ჭინჭარაულმა (55) მხოლოდ გადამწყვეტი პაექრობა წააგო, ნიკოლოზ წერეთელმა კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული