ქართველი მკლავჭიდელები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
ქართველმა მკლავჭიდელებმა შარშან ევროპის ჩემპიონატზე ორ-ორი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

წლეულს ჩვენი ბიჭები უკეთ არიან მომზადებულნი და მოტივირებულნიც. ლიტვაში, სადაც 5-13 მაისს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, საქართველოს მკლავჭიდელთა მრავალრიცხოვანი დელეგაცია გაემგზავრება.

როგორც ამ სახეობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ერეკლე გურჩიანმა გვითხრა, ნაკრები საქართველოს წლევანდელი ჩემპიონებით დაკომპლექტდა.

უფროსებში 17 სპორტსმენი მოსინჯავს ძალებს. მათგან გელა არაბული (60 კგ. ახმეტა), კობა მამამთავრიშვილი (70, წყნეთი), რეზო ლუტიძე (+110, თბილისი) დებიუტანტები არიან.

ბალტიისპირეთში, მათ გარდა, საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ: ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი
ალექსი ფრეწუაშვილი (60, თბილისი), 2010 წლის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ვილენ გაბრავა (65, ხობი), რომელსაც წონის შეცვლასთან დაკავშირებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩავარდნა ჰქონდა; რევაზ გოგიაშვილი (65, ყვარელი), ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ალექსი აბუთიძე (70, ქუთაისი), მსოფლიოს ჩემპიონი ჯაბა გეთიაშვილი (75, თბილისი), ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორი ზაზა თაბაგარი (75, თბილისი), შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ნიკოლოზ მათიაშვილი (80, მარტყოფი), ახალგაზრდებში ორივე მკლავით მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ალბუთაშვილი (80, თბილისი), მსოფლიოს პრიზიორი არსენ შოშიაშვილი (90, მარტყოფი), ევროპის პრიზიორი ივანე კბილაშვილი და რაჩო გახარია (ორივე - 100, თბილისი), მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის რვაგზის ჩემპიონი, არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი გენადი კვიკვინია (110, აჭარა) და მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი ვასილ დაუთაშვილი (110, დმანისი.)

როგორც ვხედავთ, ბალტიისპირეთში საალაფოდ გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენები მიემგზავრებიან და, იმედია, შინ უხვი ნადავლითაც დაბრუნდებიან.

"წლეულს, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მეტი მედალი გვაქვს დაგეგმილი. ბიჭები კარგ სპორტულ ფორმაში არიან და, ვფიქრობ, არ დაგვაღალატებენ. ჯილდოებს ჭაბუკებისა და ახალგაზრდებისგანაც ველით. ამ ასაკებში კი საპრიზო ადგილებისთვის მარინე ფუტკარაძე, იმედა ჭინჭარაული (ორივე - 55 კგ), თორნიკე ქოროღლიშვილი (60), გურამ აბულაშვილი, ნიკოლოზ წერეთელი (ორივე - 65), გიორგი ქოროღლიშვილი, ბესიკ ლეკიაშვილი (ორივე - 75) და ვალერი მელაძე (80) იბრძოლებენ",
- გვითხრა ერეკლე გურჩიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული