ახალი სკანდალი: ტაისონ გაი დოპინგზე ჩავარდა

AutoSharing Option
სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო "ფრანს-პრესმა". თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო სპრინტერმა, 100 მეტრზე სირბილში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტაისონ გაიმ დოპინგ-ტესტი ვერ გაიარა.

ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტომ გაის შაბათს აცნობა "A" სინჯის დადებითი შედეგის შესახებ. ახლა, სპეციალისტებს "B" სინჯის შემოწმება მოუწევთ.

ამ სკანდალთან დაკავშირებით, გაიმ უკვე გამოაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც 2013 წლის აგვისტოში გაიმართება მოსკოვში. სპორტსმენმა აღიარა, რომ ან თავად დაუშვა შეცდომა ან საკუთარი გარემოცვიდან ვინმემ უღალატა. ამ კომენტარის გაკეთებისას, გაიმ ცრემლები ვერ შეიკავა.

დოპინგ-სინჯი ტაისონს 16 მაისს ჩამოართვეს -
ტურნირებისგან თავისუფალ პერიოდში. ცოტა ხნის წინ, ივნისში ამერიკელმა 100 მეტრი 9.75 წამში გაირბინა, რაც წლევანდელი სეზონის საუკეთესო შედეგია, ისტორიაში კი - მეათე დრო.

2009 წელს, ტაისონ გაიმ შეძლო მოკლე სპრინტის 9.69 წამში გარბენა. მისი ბოლო წარმატება იყო 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოპოვებული ვერცხლის მედალი.

* * *
დოპინგ-სკანდალები გახშირდა იამაიკელ მძლეოსნებს შორის. როგორც The Gleaner წერს, ოთხი ათლეტი (ორი მტყორცნელი და ორი სპრინტერი) ეჭვმიტანილია აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში.

იმასაც იტყობინებიან, რომ ორივე მორბენალი - ოლიმპიური თამაშების პრიზიორია. ერთ-ერთს გასულ უქმეებზე ევროპული ტურნირში უნდა მიეღო მონაწილეობა.

ოთხივე სპორტსმენის დოპინგ-სინჯი ეროვნული ჩემპიონატის დროს აიღეს, რომელიც 20-23 ივნისს ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აკრძალული პრეპარატის გამოყენებისთვის ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვერონიკა კემპბელ-ბრაუნმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გაიცანით უსაინ ბოლტის მემკვიდრე - იოჰან ბლეიკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული