ავთანდილ ხურციძე მსოფლიოს ჩემპიონ სონდერსზე: მას ჩემგან ნოკაუტი ელის

AutoSharing Option
ქართველი პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძე WBO-ს ჩემპიონ ბილი ჯო სონდერსს ნოკაუტით ემუქრება. 37 წლის ქართველმა მოკრივემ უკრაინა 2011 წელს დატოვა და მას მერე სამი წელი არ უასპარეზია. პროფესიული კარიერა მან აშშ-ში განაახლა.

ასაკის მიუხედავად, მან ბოლო ხუთი ბრძოლიდან ხუთივე ნოკაუტით მოიგო, მათ შორის, ბოლოს ანტუან დაგლასთან, რის მერეც WBO-ს რეიტინგში წონაში პირველი ნომერი და ჩემპიონობის ოფიციალური კანდიდატია.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაციამ ბრიტანელ ჩემპიონ ბილი ჯო სონდერსთან მისი ბრძოლა არ დაგეგმა, ბრიტანელს მის ნაცვლად საულ ალვარესს ახვედრებენ. მიზეზად კი ორგანიზაციაში ეს ფრაზა
მოიყვანეს - "ასე უკეთესი იქნება კრივისთვის".

თავად ჩვენებურს ერთი სული აქვს, როდის მიეცემა შანსი ბრიტანელთან საბრძოლველად, რათა ჩემპიონის ქამარი მოიპოვოს:

"მას ჩემგან ნოკაუტი ელის. მომიწევს მისი განაწყენება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე, მისი ოჯახისა და მეგობრების თვალწინ. ახლა უკვე მზად ვარ, დავიკავო ჩემი ადგილი კრივის ელიტაში.

სონდერსი ჯერ არ შეხვედრია ტოპ-10-ის წევრებს, მაგრამ რანაირი ჩემპიონი ხარ, თუ ეს ბრძოლებში არ დაამტკიცე. ის ძალიან სუსტი იყო ბოლო ბრძოლაში და ახლა ან უნდა ჩაიჩოჩოს, ან ჩემისთანა მოკრივესთან დაამტკიცოს, რა შეუძლია", - განაცხადა ხურციძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ წონით კატეგორიაში მხოლოდ ამ ვერსიითაა ჩემპიონი სონდერსი, სხვა ყველა ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ყაზახი გოლოვკინია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული