"გოჯუ-რიუ კარატეს" კიდევ ერთი თავსატეხი

AutoSharing Option
არაოლიმპიური სპორტის სახეობების სპორტსმენების დაფინანსების საკითხი ისევ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

საქართველოში საერთაშორისო "ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს" ფედერაციის წარმომადგენლის, ლევან როგავას (მესამე დანი) თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომზადებულნი იყვნენ, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს.

ლევან როგავა:
"ევროპის ჩემპიონატი რიგაში იმართებოდა, მაგრამ ვერ წავედით. მანამდე საქართველოში ჩატარდა შიდა ჩემპიონატი ყველა წონით კატეგორიაში და საკმაოდ კარგი ბიჭები გვყავდა შერჩეული...

მარტში მიწვეულები ვართ იტალიაში, სადაც ევროპის სემინარი ტარდება. შემდეგ კი - კანადაში, სადაც საბრძოლო ხელოვნებათა სემინარი იმართება და ჩვენი იაპონელი მეგობრებისგან გვაქვს
მოწვევა, რადგან ეს არის ინსტრუქტორების სემინარი. კონკრეტულად, მსოფლიოში ცნობილი შიხანი, ჰიგაონა მორიოსგან მაქვს მოწვევა, რომელიც მეათე დანს წარმოადგენს.

სემინარი, შესაძლოა, უმნიშვნელოდ ჟღერდეს, მაგრამ ამის გარეშე მომავალი თაობების აღზრდა წარმოუდგენელია, მათ აღზრდას პროგრამა სჭირდება".

"გოჯუ-რიუ კარატე" იმ მცირერიცხოვან სპორტულ ორგანიზაციებს მიეკუთვნება, რომლებმაც წარმატება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ არაერთხელ მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული