ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
16 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფარიკაობის დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო.

საქართველოს ჩემპიონატში თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, წყალტუბოს, აჭარისა და ასევე აფხაზეთის რეგიონის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.

პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონები ხმალში გამოვლინდნენ - ვაჟებში ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა, ვინც ფინალური ორთაბრძოლა კახა მაღრაძეს 15:5 მოუგო. მესამე ადგილები მიხეილ მარდალეიშვილმა და ბექა ბაზაძემ დაიკავეს.

გოგონებში ოქროს მედალი თათია აფციაურმა დაისაკუთრა, მან გადამწყვეტი შეხვედრა ქრისტინე ნოზაძეს 15:9 მოუგო. ბრინჯაოს მედლები კი სოფიო კახიანმა და თამარ ტეტემაძემ მოიპოვეს. 17 სექტემბერს ჩემპიონატი რაპირათი
გაგრძელდება და 18 სექტემბერს დაშნით დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატში ფარიკაობის ეროვნული ნაკრების ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას. ქართველი მოფარიკავეებისათვის საქართველოს ჩემპიონატი ბოლო მოსამზადებელი ტურნირი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც 8-16 ოქტომბერს იტალიაში, სიცილიაში გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის მიწურულს თბილისი ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირს - ევროპის თასის ერთ-ერთ ეტაპს უმასპინძლებს.

ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ აფციაური
:" ჩემპიონატი საინტერესოდ დაიწყო. ეროვნულ პირველობაზე გამარჯვება თითოეული სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ჩემპიონატში თავგამოჩენილი მოფარიკავები ოქტომბერში, იტალიაში გასამარტ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ.

სანდო ბაზაძე
:" ძლიერი მეტოქეები შემხვდა და გამარჯვება რთული იყო. მიხარია, რომ ჩემპიონი გავხდი. ახლა, მსოფლიოს პირველობისთვის ვემზადები და დღეში ორჯერ ვვარჯიშობ. იმედი მაქვს იტალიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ვასახელებ".

16 სექტემბერი. საქართველოს ჩემპიონატი ფარიაკობაში. დიდები. დისციპლინა ხმალი.

ვაჟები

1. სანდო ბაზაძე (ქუთაისი)
2. კახა მაღრაძე (თბილისი)
3. მიხეილ მარდალეიშვილი (ქუთაისი)
3. ბექა ბაზაძე (ქუთაისი)

გოგონები

1. თათია აფციაური (თბილისი)
2. ქრისტინე ნოზაძე (თბილისი)
3. სოფიო კახიანი (თბილისი)
3. თამარ ტეტემაძე (ბათუმი)

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული