US OPEN 2016. I დღე: დღის ციფრი და დღის ქამბექი

AutoSharing Option
11 ხუთსეტიანი მატჩი ჩატარდა მამაკაცთა ბადეში აშშ-ის ღიას პირველ დღეს. ამასთან, სამმა ამერიკელმა დათმო შეხვედრა, როცა სეტებში 2:0 იყო დაწინაურებული: ტიაფომ, მაკდონალდმა და ბეიკერმა წააგეს, შესაბამისად, ისნერთან, სატრალთან და დელბონისთან.

ყველაზე დასანანი იყო ფრენსის ტიაფოს მარცხი. 18 წლის ამერიკელმა ხელიდან გაუშვა კარიერაში მთავარი მატჩის მოგების შანსი.

ტიაფომ პირველი ორი პარტია იოლად მოუგო მოუგო ისნერს და მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე 3:1 იყო დაწინაურებული. მაგრამ ისნერის გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა. მან გა
დაარჩინა მესამე პარტია, მოიგო მეოთხე, ხოლო მეხუთეში 3:5-ზე მატჩზე არ ჩააწოდებინა მეტოქეს და მოიგო ტაი-ბრეიკი 7:3.

დღის ქამბექი
რუმინულ დერბიში ანა ბოგდანი 0:6, 2:5-ს აგებდა სორანა კირსტეასთან, მაგრამ მომდევნო 15 გეიმიდან 13 თავის სასარგებლოდ დაასრულა და აშშ-ის ღიაზე პირველ გამარჯვებას მიაღწია - 0:6, 7:5, 6:2.

ახლა, ბოგდანის მორიგი მეტოქე ისევ რუმინელი ჩოგბურთელი იქნება - მონიკა ნიკულესკუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული