მარტინა ნავრატილოვა აგნიეშკას გუნდში

AutoSharing Option
პოლონელი ჩოგბურთელის, აგნიეშკა რადვანსკას სამწვრთნელო შტაბს ლეგენდარული ამერიკელი მარტინა ნავრატილოვა შეავსებს.

ამის შესახებ საკუთარი "ფეისბუქის" გვერდის მეშვეობით თავად პოლონელმა შეგვატყობინა. მოგვიანებით კი "დიდი სლემის" ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა ნავრატილოვამ ეს ინფორმაცია დაადასტურა.

ამერიკელის თქმით, ეს "საინტერესო და სახალისო გამოცდილება" იქნება მისთვის. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის რადვანსკა მეექვსე პოზიციაზეა WTA-ს კლასიფიკაციაში. 2014 წლის სეზონში "დიდი სლემის" ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგი იყო ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალი.

აგნიეშკა რადვანსკას დიდი ხნის განმავლობაში ავარჯიშებს ტომაშ ვიქტოროვსკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული