ცუდი ამბავი ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველმა ნომერმა, 26 წლის სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსის მესამე წრეში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის დამარცხების შემდეგ შეიტყო, რომ სერბეთში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი პირველი მწვრთნელი ელენა გენჩიჩი.

ჯოკოვიჩმა ჩოგბურთის თამაში გენჩიჩის საწვრთნელ ბანაკში დაიწყო. მაშინ მომავალი ვარსკვლავი ექვსი წლის იყო და პირველ მწვრთნელთან ხუთი წელი გაატარა.

ასევე, გენჩიჩი სხვადასხვა პერიოდში მონიკა სელეშთან და გორან ივანიშევიჩთან მუშაობდა.

ამ ნაღვლიანი ახალი ამბის შემდეგ სერბმა გააუქმა მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია, რისთვისაც ჟურნალისტებს ბოდიში მოუხა
და.

როგორც ჯოკოვიჩის ამჟამინდელმა მწვრთნელმა მარიან ვაიდამ განაცხადა, როცა გენჩიჩი და ჯოკოვიჩი უკანასკნელად შეხვდნენ ერთმანეთს, ელენამ სთხოვა ყოფილ შეგირდს, რომ აუცილებლად მოეგო საფრანგეთის ღია პირველობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული