ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 9 თებერვალს, "სოფია ოუფენზე" 1/8-ფინალური შეხვედრა გამართა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკა ბასილაშვილმა. ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მერვე ჩოგბურთელი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი იყო.

ყველასთვის მოულოდნლეად, ბასილაშვილმა სენსაცია მოახდინა და მეტოქე ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა, რითაც 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილს მეტოქედ სლოვაკი მარტინ კლიზანი ეყოლება. სლოვაკი ჩოგბურთელი ტურნირზე მერვე ნომრადაა განთესილი.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ნიკა ,ასე განაგრძე.
მისი ეს გამარჯვება არ მიკვირს,ნიკას უდაოდ აქვს რეიტინგში ოცეულის წევრებთან თანაბარი ბრძოლის უნარი,მას მხოლოდ სტაბილურობა აკლია,რაც ვფიქრობ უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორია,ვიდრე ტექნიკური ან ფიზიკური.ადრეც გვინახავს რომ დაუმარცხებია ძალიან ძლიერი მეტოქე და შემდეგ დამარცხებულა გაცილებით სუსტთან,მაგრამ მოწინააღმდეგეს კი არ მოუგია,არამედ თვითონ წაუგია.ნიკამ თუ ფსიქოლოგიური მდგრადობა შეიქმნა,რეიტინგში ძალიან წინ წაიწევს.
სოსო
22:40 09-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული