"ოლიმპიკი" წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონთა ლიგას მასპინძლობს

AutoSharing Option
დღეს, 4 სექტემბერს, საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დაიწყება წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი.

ამ ეტაპზე 12 გუნდი ჩაებმება შეჯიბრებაში. ისინი წილისყრით სამ ჯგუფში არიან განაწილებულნი. თბილისი C ჯგუფს მასპინძლობს.

მეორე რაუნდის ორი საგზურისთვის დედაქალაქის "ლოკომოტივი" მეტოქეობას გაუწევს საფრანგეთის "მარსელს", გერმანიის "ვასპო ჰანოვერსა" და უნგრეთის OSC "ბუდაპეშტს".

შეხვედრათა განრიგი ასეთია:

4 სექტემბერი
"ბუდაპეშტი"-"ჰანოვერი"
"ლოკომოტივი"-"მარსელი".

5 სექტემბერი
"მარსელი"-"ბუდაპეშტი",
"ლოკომოტივი"-"ჰანოვერი".

6 სექტემბერი
"ჰანოვერი"-"მარსელი",
"ლოკომოტივი"-"ბუდაპეშტი".

პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავლენ, მესამეადგილოსანი გუნდი კი ევროლიგაზე განაგრძობს თამაშს.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული