ამერიკული ფეხბურთი: ტვინი ანდერძად

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის ორმა მოთამაშემ - სიდნი რაისმა, რომელმაც ერთი წლის წინ დატოვა აქტიური სპორტი და "ნიუ იორკ ჯაინტსის" მოქმედმა ფეხბურთელმა სტივ უეზერფორდმა ნება დართეს ექიმებს, სიკვდილის შემდეგ მათი ტვინი კვლევებისთვის გამოიყენონ.

ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ ამ საქციელით მათ სურთ, მაგალითი მისცენ სხვა მოთამაშეებს, რადგან მსგავსი ბიოლოგიური მასალა ექიმებს სჭირდებათ სპორტული ტრავმების გამოსაკვლევად.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში დაახლოებით 20 ათასმა ყოფილმა მოთამაშემ ჯგუფური სარჩელი შეიტანა ფეხბურთის ეროვნული ლიგის წინააღმდეგ თავის ტრავმებთან დაკავშირებით, რომელიც მათ კარიერის მსვლელობისას მიიღეს.

სპორტსმენებმა მოსთხოვეს ლიგას ჯანმრთელობისთვის
მიყენებული ზარალის კომპენსაცია. სარჩელის მიხედვით გადასახდელმა საერთო თანხამ, შესაძლოა, მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

28 წლის რაისი თამაშობდა "მინესოტა ვიკინგსსა" და "სიეტლ სიჰოქსში". ფეხბურთელმა პროფესიულ დონეზე გამოსვლა გასული წლის ივლისში შეწყვიტა ტვინის შერყევის არაერთი ინციდენტის შემდეგ.

32 წლის სტივ უეზერფორდს "ნიუ იორკ ჯაიანტსთან" ერთად 2011 წელს სუპერბოული აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული