ამერიკული ფეხბურთი: სუპერბოულზე 4 მილიარდი "გაიმაზა"

AutoSharing Option
ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ფინალურმა მატჩმა - სუპერბოულმა ახალი რეკორდი დაამყარა არალეგალური ფსონების რაოდენობით. საერთო თანხამ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე თითქმის 4 მილიარდი დოლარი შეადგინა, - იტყობინება Bettingexpert-ი.

ამასთან, 2015 წლის სუპერბოულზე ლეგალური ფსონების საერთო თანხა დაახლოებით 100 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც უკანონოდ დადებულ თანხაზე დაახლოებით 38-ჯერ ნაკლებია. ლეგალური ფსონების გაკეთება მხოლოდ ნევადას შტატის საბუკმეკერო კანტორებშია შესაძლებელი.

რიგით 49-ე სუპერბოული 2015 წლის 1-ელ თებერვალს ფინიქსის უნივერსიტეტის სტადიონზე გაიმართება. აშშ-ის ამერიკული ფეხბურთის მთავარი პრიზისთვის "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი" და "სიეტლ სიჰოქსი" იბრძოლებენ.

სუპერბოული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული მოვლენაა აშშ-ში. მისი აუდიტორია დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს შეადგენს, 30 წამი სარეკლამო დრო კი 4.5 მილიონი დოლარი ღირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული