NFL-ში შეიძლება ქალი ფეხბურთელი გამოჩნდეს

AutoSharing Option
ლორენ სილბერმანმა, შესაძლოა, გადაწეროს ამერიკული ფეხბურთის ისტორია.

28 წლის ქალი აპირებს მონაწილეობა მიიღოს ერთ-ერთ საწვრთნელ შეკრებაში, სადაც მას დააკვირდებიან ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგის კლუბების სკაუტები. ქალ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ ლიგაში პროფესიულ კონტრაქტს მიიღებს, - წერს სააგენტო AP.

ნიუიორკელი ქალბატონი საწვრთნელ ბანაკში მამაკაცებთან ერთად ივარჯიშებს და ითამაშებს. სილბერმანი კიკერის პოზიციაზე თამაშობს. როგორც თავად ამბობს, ამერიკული ფეხბურთი მისთვის მხოლოდ ჰობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ამერიკული ფეხბურთი. სუპერბოული: ბალტიმორი ჩემპიონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული