ანი ვარდიშვილი: გულშემატკივრის გვერდით ყოფნა ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია

AutoSharing Option
13 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დამთავრდა მსოფლიოს და ევროპის ხელბურთის ფედერაციების (IHF/EHF) ქალთა თასის გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედლები ერგო.

16 მარტს ჩვენი ნაკრები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიემგზავრება. მანამდე კი Sportall.ge ჩვენი გუნდის მეკარეს, ანი ვარდიშვილს ესაუბრა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტურნირმა კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შეგვმატა, შეგვიძლია ის დადებითად შევაჯამოთ. მან გაგვამთლიანა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ანგარიშით ვაგებთ, ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე უნ
და ვიბრძოლოთ. ასე იყო ფინალამდე და ასე იყო ფინალშიც, სადაც ღირსეულად წავაგეთ. მთლიანობაში კი, ძალიან გახარებულები ვართ.

ზოგადად, ხელბურთი საქართველოში განვითარებული არაა. 2015 წლის ზაფხულში თბილისში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ძალიან ძლიერი გუნდები იყვნენ ჩამოსულნი, მაგრამ მაშინაც კი იმხელა შედეგი ვაჩვენეთ, რომელიც თითქმის გამარჯვების ტოლი იყო. მას შემდეგ არაერთი შეკრება გვქონდა ისრაელში, აქაც ბევრს ვვარჯიშობდით და პროგრესი აშკარაა.

სავარჯიშო პირობებს რაც შეეხება, ნორმალური პირობები გვაქვს, მაგრამ მთლად ისეთიც არა, როგორც სხვა წარმატებულ გუნდებს. რაც უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ, იმედი მაქვს, მით უფრო მეტად გაგვიუმჯობესებენ პირობებს.

ცალკე გულშემატკივარზეც უნდა ითქვას. მათი გვერდით ყოფნა ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია. ძალიან გვიყვარს ყველა და დიდი მადლობა მათ", - გვითხრა ვარდიშვილმა. 

აქვე გეტყვით, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მონტენეგროში გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები 18 მარტს მონტენეგროს, 19-ში კი უკრაინის ნაკრები იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რომელი გუნდები მონაწილეობდნენ, რა შედეგები დაფიქსირდა–ძნელია ამის გამოქვეყნება? რა ინფორმაციული დატვირთვა აქვს ამ სტატიას ვინმემ გაიგო?
გელა
13:16 15-03-2016
0
გილოცავთ! სადაც ვარდი გაერევა იქ წარმატება გარანტირებულია ახლა ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება ერთი ვარდი!!!!
გუჯა კახაძე
11:47 15-03-2016
0

სიახლეები პოპულარული