დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში IHF/EHF-ის თასის გათამაშება დაიწყება

AutoSharing Option
დღეს, 8 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაიწყება 1997 წელს და უფრო გვიან დაბადებულ ხელბურთელ გოგონათა IHF/EHF-ის თასის გათამაშება, რომელშიც 8 ნაკრები ითამაშებს: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს და ევროპის ხელბურთის ფედერაციები ამ შეჯიბრებას ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის ატარებენ 5 კონფედერაციაში (ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა და ოკეანია). წლევანდელი გამარჯვებულები 2017 წელს ინტერკონტინენტალურ მსოფლიოს თასზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებიც 1998-99 წლებში არიან დაბადებულნი, 1-2 წლით უფროსებისთვის მოუწევთ წინააღმდეგობის გაწევა. ტურნირის
პირველ მატჩს ისინი დღეს, 18:00 სთ-იდან კვიპროსელებთან გამართავენ.

თასის გათამაშებაზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ:

მეკარეები
12. ანა ვარდიშვილი 18.08.1999 177 "მამული"
16. ქრისტინე ჯავახია 01.06.1998 175 "ფოთის"
22. მარიამ ჩაჩუა 30.09.1999 184 "პეგასი"

გარემარბები
7. თინათინ ქიტესაშვილი 07.02.1999 170 "ყვარელი"
13. ქრისტინე ღვალაძე 12.08.1998 163 "მამული"
15. თამარ ჩოგოვაძე 13.03.1998 172 "პეგასი"
18. ქეთევან ვენეცკი 16.07.1998 174 "პეგასი"

უკანა ხაზი
9. თათია გადელია 30.10.1998 172 "ფოთი"
19. ანა ყველაშვილი 29.12.1998 170 "მამული"
24. ჯულია ჩირგაძე 14.01.2001 180 "წყალტუბო"
29. ქეთი კუნელაშვილი 22.08.1999 176 "ყვარელი"
31. მაია ბერიძე 19.05.1999 167 "პეგასი"

ხაზის მოთამაშეები
17. მედეა ჩოხელი 02.01.1999 177 "პეგასი"
39. მარიკა ჯავახაძე 17.08.1999 170 "წყალტუბო"

მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელები: ოლექსანდრ გურსკი (უკრაინა), ინა ჭკუასელი, ამირან კომახიძე.

IHF/EHF-ის ქალთა თასი
ჯგუფური ეტაპის კალენდარი
A ჯგუფი: კვიპროსი, ლატვია, საქართველო, ალბანეთი
8 მარტი. 16:00. ლატვია-ალბანეთი, 18:00. კვიპროსი-საქართველო
9 მარტი. 14:00. ალბანეთი-კვიპროსი, 18:00. საქართველო-ლატვია
10 მარტი. 14:00. კვიპროსი-ლატვია, 18:00. საქართველო-ალბანეთი

B ჯგუფი: ფარერები, ბელგია, ესტონეთი, სომხეთი
8 მარტი. 14:00. ფარერები-ესტონეთი, 20:00. ბელგია-სომხეთი
9 მარტი. 16:00. სომხეთი-ფარერები, 20:00. ესტონეთი-ბელგია
10 მარტი. 16:00. ესტონეთი-სომხეთი, 20:00. ფარერები-ბელგია

11 მარტი დასვენების დღეა. 12-13 მარტს ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული