მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: 11 ქულა ორი ეტაპით ადრე

AutoSharing Option
გუშინ, ავსტრალიაში მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი, მე-16 ეტაპი გაიმართა.

"ფილიპ აილენდის" ტრასაზე გამარჯვება შეძლო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, "ჰონდას" ესპანელმა პილოტმა მარკ მარკესმა, რომლის დრო იყო 40 წუთი და 33,849 წამი.

მეორე ადგილზე 0,249 წამის ჩამორჩენით "იამაჰას" წევრი, ასევე ესპანელი ხორხე ლორენსო გავიდა, მესამეზე - "დუკატის" წარმომადგენელი ანდრეა იანონე. და მხოლოდ მეოთხე იყო ჩემპიონატის ლიდერი, იტალიელი ვალენტინო როსი.

მიუხედავად ამისა, როსიმ შეინარჩუნა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში. მას 296 ქულა აქვს და 11 ქულით უსწრებს ლორენსოს. მესამეზე 222 ქულით მარკესი მოდის.

მარკესისთვის ეს
იყო მეხუთე მოგება სეზონში. ამ მხრივ, ლიდერია ლორენსო ექვსი მოგებით. ოთხი გამარჯვება აქვს როსის.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპია დარჩენილი: მალაიზიაში და ესპანეთში. მალაიზიაში რბოლა 25 ოქტომბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული