ავტოსპორტი: ვილნევი ტრასას უბრუნდება

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონი, კანადელი ჟაკ ვილნევი მომავალ სეზონში სარბოლო კარიერას განაახლებს. კერძოდ, ის საჯინიბო "ვენტურის" შემადგენლობაში ფორმულა E-ს ჩემპიონატში გამოვა.

"ვენტურის" რიგებში ვილნევი შეცვლის ფორმულა 1-ის კიდევ ერთ ყოფილ პილოტს, გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს, ხოლო მისი თანაგუნდელი იქნება სტეფან სარაზენი.

"პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სრულფასოვან ჩემპიონატში მივიღებ მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც უკანასკნელად გამოვდიოდი ერთადგილიანი ბოლიდებით, ათი წელი გავიდა. მაგრამ ისევე, როგორც ველოსიპედის ტარების დავიწყებაა შეუძლებელი, ვერც რბოლას გადაეჩვევი. ხშირად ვხვდები იმ პილოტებს, რომლებიც გასულ წელს, ფორმულა E-ში
გამოდიოდნენ. ისინი მარწმუნებენ, რომ ეს ძალიან საინტერესო ჩემპიონატია. ვღელავ, რადგან გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა. ამანაც იქონია გავლენა ჩემს გადაწყვეტილებაზე", - განაცხადა კანადელმა პილოტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული