ავტოსპორტი: ბარიკელო სამშობლოში იგებს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი რუბენს ბარიკელო ბრაზილიაში ამერიკული NASCAR-ის სერიის ანალოგიური პირველობის ჩემპიონი გახდა.

42 წლის ავტომრბოლელმა ქალაქ კურიტიბაში სეზონის ბოლო რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა გენერალურ კლასიფიკაციაში გასამარჯვებლად. აღვნიშნავთ, რომ ბარიკელოს შარშან ჰქონდა ამ სერიაში დებიუტი და პირად ჩათვლაში მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა.

"მომწონს სამშობლოში გამოსვლა აღფრთოვანებული პუბლიკის თვალწინ. ჩემი გუნდი თანდათან აუმჯობესებდა შედეგებს და საბოლოო ჯამში, ბრწყინვალედ გამოვიდა", - განაცხადა ბარიკელომ.

რუბენსმა "ფორმულა 1-ში 19 სეზონი გაატარა
და 322 გრანპრიში მიიღო მონაწილეობა, რაც აბსოლუტური რეკორდია. 2002 და 2004 წლებში ის მეორე ადგილს იკავებდა გენერალურ კლასიფიკაციაში "ფერარიში" თანაგუნდელის - მიხაელ შუმახერის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული