უცნაური კონტრაბანდა - დაკარის რალი კოკაინისთვისაც გამოდგება

AutoSharing Option
საფრანგეთის პოლიციამ დაახლოებით 1400 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა სატვირთო მანქანაში, რომელიც 2014 წლის რალი-რეიდ "დაკარზე" ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფში შედიოდა.

ნარკოტიკები ჰავრის ჩრდილოეთ პორტში ამოიღეს. კონტრაბანდული საქონელი სატვირთო მანქანის საბურავებში იყო დამალული. გამოძიების შემდეგ დააკავეს სამი ესპანელი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კონტრაბანდასთან.

გარდა ამისა, ქალაქ ვარნაში დააპატიმრეს სამი ბულგარელი. სავარაუდოდ, ისინიც გარეულნი არიან ამ საქმეში. ასევე, ელიან კიდევ რამდენიმე პირის დაკავებას ესპანეთში.

პოლიციელების თქმით, კოკაინის ამ პარტიის საერთო ღირებულება დაახლოებით 270 მილიონ დოლარს უდრის.

2010 წელს მსგავს ინციდენტს ესპანეთში ჰქონდა ადგილი. მაშინ
პოლიციამ ტექნიკური მხარდაჭერის სატვირთო მანქანაში აღმოაჩინა დაახლოებით 800 კილოგრამი ნარკოტიკი. ავტომობილი დატირთული იყო კოკაინით, ექსტაზის ტაბლეტებითა და ჰაშიშით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული