საზარელი ავარია ინდიკარზე - პილოტი გადარჩა, მაყურებლები დაშავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ინდიკარის სარბოლო სერიის მე-18 ეტაპზე, "ჰიუსტონის გრანპრიზე" საზარელი ავარია შეემთხვა დარიო ფრანკიტის. ბოლო წრეზე შოტლანდიელის ბოლიდი ჯერ ეი ჯეი ვიზოს მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი ბარიერს მიენარცხა და ჰაერში ავარდა...

მანქანის კორპუსის ნამსხვრევების ნაწილი ტრასაზე დაცვივდა, რამდენიმე კი გულშემატკივრებისა და ავტოდრომის თანამშრომლებისკენ გაფრინდა... შედეგად, სამედიცინო დახმარება 13 ადამიანს დასჭირდა, რამდენიმე მათგანი კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ფრანკიტის, პილოტმა სერიოზული ტრავმები სასწაულებრივად აირიდა და მხოლოდ ზურგი და ფეხი იტკინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული