დანი პედროსას ტრავმა სერიოზულია

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, “ჰონდას” პილოტის დანი პედროსას ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.

ესპანელმა გასულ კვირას, აშშ-ის გრანპრიზე მეხუთე ადგილი დაიკავა, ევროპაში დაბრუნების შემდეგ კი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რამაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა გამოავლინა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვარაუდით, გერმანიის გრანპრის დროს მომხდარი ავარიის შემდეგ, პედროსას უბრალოდ ძვალი ჰქონდა გაბზარული და ამის გამო, “ჰონდას” პილოტს აშშ-ის რბოლაში გამოსვლის უფლება მისცეს. მაგრამ სიტუაცია გაცილებით რთული ყოფილა და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ეტაპის გამოტოვება მოუწევს ესპანელს. თუმცა კ
არგი ამბავი ის არის, რომ დანის ოპერაცია არ დასჭირდება.

ამ ტრავმით გამოწვეული უფორმობის გამო, პედროსამ ბოლო ორი რბოლა წააგო თანაგუნდელ მარკ მარკესთან და მნიშვნელოვნად ჩამორჩა მას გენერალურ კლასიფიკაციაში.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: დებიუტანტი აღარ ხუმრობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული