ადამიანი-ობობას ტრიუმფი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე, ამერიკულ სარბოლო სერიებში მორიგი ეტაპები გაიმართა.

ჯიმი ჯონსონმა მოიგო NASCAP Sprint Cup-ის ეტაპი პენსილვანიაში და გაიმყარა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში. ეს გამარჯვება მესამეა სეზონში ჯონსონისთვის და ამ მაჩვენებლით მეტ კენსეტს დაეწია. ეტაპზე მეორე იყო გრეგ ბიფლი, მესამე - დეილ ერნჰარდტ-უმცროსი.

რბოლამ სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა, ლიდერი კი მთელი დისტანციის განმავლობაში მხოლოდ ოთხი პილოტი იყო. წრეების დიდი ნაწილი – 128 და 160 სწორედ ჯონსონი ლიდერობდა. "ბიჭებმა ძალიან კარგი მანქანა მომიმზადეს - შასი და ძრავა უბრალოდ ბრწყინვალე იყო”, - განაცხადა ჯონსონმა.

NASCAP Sprint Cup-ის მორიგი ეტაპი უახლოეს უქმეებზე გაიმართება – Michigan International Speedway-ის ტრეკზე.
* * *

ინდიკარის სერიის მორიგ ეტაპს Texas Motor Speedway-ის ტრეკი მასპინძლობდა. აქ გამარჯვება მოიპოვა ჰელიო კასტრონევეშმა და ჩემპიონატის ლიდერი გახდა. ბრაზილიელმა პილოტმა მოგება მისთვის ტრადიციულ სტილში აღნიშნა - ტრიბუნების დამცავ ღობეზე აცოცდა. თავის დროზე, სწორედ ამის გამო მიიღო მან მეტსახელი - "ადამიანი-ობობა".


"ეს შესანიშნავი რბოლა იყო და გუნდმა დაიმსახურა ეს გამარჯვება, - განაცხადა რბოლის შემდეგ ტრიუმფატორმა. - ჩვენ ჯიუტად ვიბრძოდით და მოვახერხეთ საერთო ჩათვლაში ლიდერობის მოპოვება”.

მეორე ადგილი ფინიშზე რაიან ჰანტერ-რეიმ მოიპოვა, მესამეზე გავიდა ინდი-500-ის გამარჯვებული ტონი კანაანი. რაც შეეხება პოულის მფლობელ უილ პაუერს, მან რბოლა მხოლოდ მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

ინდიკარის შემდეგი ეტაპი 16 ივნისს, Milwaukee Mile-ის ტრეკზე გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული