ლეგენდარული სებასტიან ლოები მსოფლიოს ჩემპიონატში ბრუნდება

AutoSharing Option
ლეგენდარული ფრანგი რალისტი, მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები მსოფლიოს ჩემპიონატში ბრუნდება.

როგორც ცნობილია, ლოებმა გასული სეზონის შემდეგ განაცხადა, რომ ნაწილობრივ ასრულებს კარიერას კლასიკურ რალიში და 2013 წელს რამდენიმე ეტაპში მიიღებს მონაწილეობას.

წლევანდელ ჩემპიონატში ლოებმა პირველ ეტაპზე - მონტე კარლოს რალიში მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი მოიპოვა. მომდევნო სამი ეტაპი კი გამოტოვა და ამ რბოლებში გამარჯვება მოიპოვა სებასტიან ოჟიემ "ფოლკსვაგენის" მანქანით.

25 აპრილს ლოებმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს არგენტინის რალიში, რომელიც პირველ მაისს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული