ფორმულა 1: მესამე მანქანა იქნება?

AutoSharing Option
ფორმულა 1-დან ორი გუნდის - "რედ ბულისა" და "ტორო როსოს" შესაძლო წასვლის ფონზე, ჰოლანდიური De Telegraaf-თვის მიცემულ ინტერვიუში ბერნი ექლსტოუნმა ილაპარაკა მომავალ სეზონში ერთი გუნდის მიერ სამი ბოლიდის გამოყვანის პერსპექტივაზე.

"ზოგიერთ გუნდს სურს ტრასაზე სამი მანქანის გამოყვანა. მაყურებლებსაც, რაც შეძლება მალე უნდათ საქმეში მესამე "ფერარის" ხილვა, ვიდრე რომელიმე არაკონკურენტუნარიანი მანქანის გამოსვლა.

შემდეგ თვეში გავიგებთ - არის თუ არა ამ მიმართულებით მოძრაობის აუცილებლობა. "რედ ბულის" გარშემო სიტუაცია ძალიან რთულია, გადაკვეთილია ბევრი ინტერესი. რატომ უნდა დაეხმარნონ ამ გუნდს მეტოქეები, თუ შემდეგ "რედ
ბული" მათ დამარცხებას მათსავე იარაღით შეძლებს?" - განაცხადა ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული