ფორმულა 1: ბერნის დემოკრატია არ მოსწონს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს მიაჩნია, რომ ძალიან რთული გახდა რბოლების მართვა, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საყოველთაო თანხმობაა საჭირო.

"პრობლემა იმაშია, რომ ფორმულა 1-ში დღეს ბევრი დემოკრატიაა. გარკვეულ წილად, დემოკრატიის წინააღმდეგი ვარ.

სირთულე ის არის, რომ ყველას დაყოლიებაა საჭირო თანხმობის მისაღწევად. თუ ჩვენ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად ვიმოქმედებთ, შევძლებთ იმის გაკეთებას, რაც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ", - ამბობს ექლსტოუნი.

ბერნიმ განაცხადა, რომ მას არ მოსწონს დღევანდელი სიტუაცია ძრავებთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა იყოს მრბოლელებისთვის და არა ინჟინრებისთვის, რომლებიც
ბოქსებიდან მართავენ ბოლიდებს.

"ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პილოტებსაც არ მოსწონთ ეს. მათ უფრო მეტი ინიციატივის აღება სურთ საკუთარ თავზე.

საერთოდ, კარგი იქნებოდა ფორმულა 1-ში მაქს მოსლის დაბრუნება, ვფიქრობ, ბევრი ისურვებდა ამას", - განაცხადა ინგლისელმა.

ასევე ექლსტოუნი გაკვირვებულია იმით, რომ კომპანია "ჰონდა" ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ, რთულ სეზონს ატარებს.

"ყველა ფიქრობდა, რომ "ჰონდას" ფანტასტიკური ძრავა ექნებოდა. მეც მათ რიგებში ვიყავი. ზუსტად ვიცი, რომ ფერნანდო ალონსო "მაკლარენში" ბედნიერი არ არის", - დაამატა ექლსტოუნმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაზარი არაა,უნდა შEიცვალოს ბევრი რამე
papa
11:28 30-07-2015
0

სიახლეები პოპულარული