სოჭი 2014: ვაჟთა სლალომის I ცდის მერე იასონ აბრამაშვილი 43-ე ადგილზეა

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები უკანასკნელ ასპარეზობაში ჩაერთვნენ - ვაჟთა სლალომში.

პირველი ცდის მერე 116 მონაწილიდან ფინიშს 77-მა მიაღწია. უიღბლოთა შორის აღმოჩნდა ალექსი ბენიაიძე, ოლიმპიადის დებიუტანტმა ორ დისციპლინაში ერთხელაც ვერ შეძლო შედეგის დაფიქსირება.

იასონ აბრამაშვილმა სლალომის I ცდის დისტანცია 52,59 წამში დაფარა. ის ლიდერს თითქმის 6 წამით ჩამორჩება და 43-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული