სანკტ-მორიცში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი ქართველი მოთხილამურე იასპარეზებს

AutoSharing Option
შვეიცარიულ სანკტ-მორიცში საზეიმოდ გაიხსნა სამთო მოთხილამურეთა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი. გახსნის ცერემონიალისას მან ტიტულოვან მარსელ ჰირშერთან სამახსოვრო სურათი გადაიღო.

ჩემპიონატში ქართველთაგან ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს. სანკტ-მორიცში 12 თებერვალს ჩავა ნინო წიკლაური. 13 და 17 თებერვალს იგი საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში მოსინჯავს ძალებს და წარმატების შემთხვევაში, 16 და 18 თებერვალს ძირითად ტურნირში დაუპირისპირდება მეტოქეებს.

საქართველოს სამთო მოთხილამურე ვაჟები - იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო
და ბესარიონ ჯაფარიძეები საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში 16 და 18 თებერვალს გამოვლენ, ხოლო 17 და 19 თებერვალს პაექრობები გიგანტურ სლალომსა და სლალომში გაიმართება. იმედია, ჩვენი სპორტსმენები კვალიფიკაციას წარმატებით გაივლიან და ძირითად შეჯიბრებებში გამოვლენ.

18 თებერვალს ჩვენი სათხილამურო ფედერაცია სანკტ-მორიცში საქართველოს საღამოს მოწყობას გეგმავს - ცნობილ მოთხილამურეებსა და სხვა ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული