მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე სამი ქართველი მოჭადრაკე გავიდა

AutoSharing Option
დღევანდელ ტაი-ბრეიკში წარმატებული თამაშის შემდეგ მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს სალომე მელიამ, ლევან ფანცულაიამ და მიხეილ მჭედლიშვილმა.

მეორე ეტაპზე ქართველ ვაჟებს მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან უწევთ თამაში. ლევან ფანცულაია მსოფლიოს პირველ ნომერ მოჭადრაკეს, მაგნუს კარლსენს (ნორვეგია; 2835) შეხვდება, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი მსოფლიოს ტოპ-მოჭადრაკეს, ფაბიანო კარუანას (აშშ; 2782) დაუპირისპირდება.

საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ეთამაშება სალომე მელია. მისი მეტოქე მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა; 2434) იქნება.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული