30 ივლისიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს მსოფლიო თასის გათამაშება

AutoSharing Option
30 ივლისიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტს აიღებს მსოფლიო თასის გათამაშება.

ასპარეზობა ქალთა და ვაჟთა შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 2 500 000$-ს შეადგენს.

ქალთა შორის მსოფლიოს 103 უძლიერესი ქალი იასპარეზებს და მათ შორის 6 ქართველია.

1. ნანა ძაგნიძე (2511)
2. ბელა ხოტენაშვილი (2475)
3. ნინო ბაციაშვილი (2474)
4. მერი არაბიძე (2451)
5. ლელა ჯავახიშვილი (2439)
6. სალომე მელია (2377)

მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე, 5 ქართველი მოჭადრაკე მეორე წრიდან დაიწყებს ასპარეზობას. პირველ წრეში მხოლოდ სალომე მელია ითამაშებს და მისი
მეტოქე ბრაზილიელი კატი ლიბრელატო (2182) იქნება.

ქალთა ტურნირის რეიტინგ-სიის ლიდერი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ჟუ ვენჟუნი (2564); ალექსანდრა გორიაჩკინა (2557);
ჰამპი კონერუ (2553).
ვაჟთა შორის 206 მონაწილეა და საქართველოს სახელით 3 დიდოსტატი ითამაშებს:

ლევან ფანცულაია (2564)
მიხეილ მჭედლიშვილი (2561)
ლუკა პაიჭაძე (2531);

ქართველი მოჭადრაკეების მეტოქეები პირველ წრეში იქნებიან:

რინატ ჯუმაბალიევი (ყაზახეთი; 2589) - პაიჭაძე
ტომას ლაურასასი (ლიეტუვა; 2566) - მჭედლიშვილი
ფანცულაია - ჰარშა ბარაჰაკოტი (ინდოეთი; 2563)
ტურნირს განსაკუთრებულ ელფერს მატებს: მაგნუს კარლსენის (2835),
ჰიკარუ ნაკამურას (2787) და ფაბიანო კარუანას (2782) მონაწილეობა.

თითოეული მიკრო-მატჩი ორი პარტიისგან შედგება. ფრედ დასრულების შემთხვევაში შემდეგ წრეზე გასულის ვინაობა დამატებით ტაი-ბრეიქში გაირკვევა.

პირველი წრე - 30-31 ივლისი, 1-ელი აგვისტო;
მეორე წრე - 2-4 აგვისტო;
მესამე წრე - 5-7 აგვისტო;
დასვენების დღე - 8 აგვისტო;
მეოთხე წრე - 9-11 აგვისტო;
მეხუთე წრე - 12-14 აგვისტო;
მეექვსე წრე - 15-17 აგვისტო;
დასვენების დღე - 18 აგვისტო;
მეშვიდე წრე - 19-21 აგვისტო;

ფინალური მატჩი და მატჩი მესამე ადგილისთვის გაიმართება 22-24 აგვისტოს;

ასპარეზობის საზეიმო დახურვა - 24 აგვისტო.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული