ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან სრული აღიარება მიიღო

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (IFAF) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან (IOC) სრული აღიარება მიიღო.

IFAF ოფიციალურად შეიქმნა 1998 წელს, დღეისათვის 74 ეროვნულ ფედერაციას (მათ შორის - საქართველოს ფედერაციას) და 5 მილიონზე მეტ სპორტსმენს აერთიანებს.

ცოტა ხნით ადრე, 2028 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიურ პროგრამაში ფლაგ-ფუტბოლის (ამერიკული ფეხბურთის ვერსია შეზღუდული კონტაქტით), ასევე სქვოშის, ლაკროსის, ბეისბოლ/სოფტბოლის და კრიკეტის ჩართვის წინადადებით გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირა IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ.

ოლიმპიურ პროგრამაში ამ 5 სახეობის საბოლოოდ ჩართვის საკითხს მუმბაიში მიმდინარე IOC-ის 141-ე სესიაზე განიხილავენ.

წყარო: საქართველოს
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
მკლავჭიდი ისევ ცაიტნოტშია!…
ლაშა
13:56 19-10-2023
0

სიახლეები პოპულარული