ქართველები ზამთრის ოლიმპიადაზე - ყვითელაშვილის 92.37 ქულა და წარმატებები წყვილებში [PHOTO]

AutoSharing Option
მორის ყვითელაშვილმა ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს, 4 თებერვალს, მოციგურავეთა გუნდურ შეჯიბრებაზე (კაცები, მოკლე პროგრამა) 92.37 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა.

Sportall.Ge

დღესვე მოციგურავეთა გუნდურ შეჯიბრებაზე სპორტულ ცეკვებში (მოკლე პროგრამა) გიორგი რევია/მარია კაზაკოვას წყვილმაც იასპარეზა, საქართველოს ნაკრებს 64.60 ქულა შესძინა და შეჯიბრება მე-8 ადგილზე დაასრულა.

Sportall.Ge

წყვილების მოკლე პროგრამაში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ 64,79 ქულა და მე-6 ადგილი დაიმსახურეს.

მედლებისთვის ბრძოლას 10-დან 5 ნაკრები განაგრძობს. გუნდურ ჩათვლაში საქართველო მე-7 ადგილს იკავებს, ყველაფერი კი 6 თებერვალს გასამართ ქალთა მოკლე პროგრამაზე იქნება დამოკიდებული.

ოლიმპიადას
ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველო სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენით იასპარეზებს.

altმორის ყვითელაშვილი იწყებს - ოლიმპიადის განრიგი

altზამთრის ოლიმპიადა მოახლოვდა - საქართველო 3 სახეობით

altქართველი სპორტსმენების განრიგი ზამთრის ოლიმპიადაზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხუთეულში თუ მოვხვდით, ძალიან დიდი სენსაცია იქნება, არა და რეალურია თუ მსაჯებმა არ დაგვჩაგრეს
გია პაპა
15:19 04-02-2022
2
ჩვენი გუნდი საკმაო წარმატებით ასპარეზობს. ჯერჯერობით მგონი გუნდურში მეექვსე-მეშვიდეზეა ფიგურულში მოკლე პროგრამის შემდეგ. ქალები არ გამოსულან კიდევ.
ჯუჯი
11:35 04-02-2022
0

სიახლეები პოპულარული