ავტომრბოლელი პორნო კარიერის სანაცვლოდ სპორტიდან წავიდა [PHOTO]

AutoSharing Option
25 წლის ავსტრალიელი რენე გრეისი, რომელიც ადგილობრივ შეჯიბრება Supercars-ის ისტორიაში პირველი ქალი მრბოლელი გახდა, ავტოსპორტიდან პორნოკარიერის გამო წავიდა.

გოგონა რბოლებში არც ისე დიდი თანხის გამომუშავებას ახერხებდა და როგორც ჩანს, მისთვის ფინანსური მხარე საქმიანობის არჩევისას გადამწყვეტია.

"ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური მდგომარეობის გამო მივიღე. ახლა ისეთი პირობები მაქვს, რაზე ოცნებაც არ შემეძლო და ეს ძალიან მომწონს.

ნორმალურად ვიღებ იმ ფრაზებს, რასაც ჩემი მისამართით ამბობენ. მე ძალიან კარგ თანხას ვიღებ და თავს კომფორტულად ვგრძნობ,"- უთხრა გოგონამ ავსტრალიურ Daily Telegraph-ს.

გრეისი თავის ვიდეოებს საიტ OnlyFans-ზე
ათავსებს და ამბობს, ყველაფერის გასაკეთებლად არის მზად, სანამ ამას მისთვის კარგი შემოსავალი მოაქვს.

OnlyFans, ეს არის საიტი, სადაც ფანები კონკრეტული ანგარიშის გამოსაწერად თანხას იხდიან და ამ ანგარიშიდან ექსკლუზიურ მასალას იღებენ. ძირითადად, მ პლატფორმას პორნომოდელები იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ გოგონა კვირაში 15 000 დოლარზე მეტს შოულობს.



Sportall.Ge

მომზადებულია eurosport-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვუი..ვუი...დამხობილო ოჯახოოოო
mirosan
14:17 08-06-2020
1
ამას რა მანქანა გაწევდა
ჯიმი
11:42 08-06-2020
1

სიახლეები პოპულარული