სხვა

საინტერესო ამბები

რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რომან რურუა აფხაზეთში იმყოფებოდა.

რა მიზნით იყო ჩასული აფხაზეთში, ამაზე კომენტარი "კვირის პალიტრამ" თავად ოლიმპიურ ჩემპიონს სთხოვა:

- ამ ცოტა ხნის წინ აფხაზეთიდან სპორტის იქაური წარმომადგენლები დამიკავშირდნენ. ვთხოვე, ჩემთან ჩამოსულიყვნენ. მართლაც ჩამოვიდნენ, აქ შეჯიბრსაც დაესწრნენ, მერე მთხოვეს, მეც ჩავსულიყავი მათთან. ეს შანსი არ გავუშვი ხელიდან. ძალიან მაინტერესებდა, როგორ შემხვდებოდნენ აფხაზები. გამიხარდა, რომ ძალიან თბილად მიმიღეს. ჩვენ პოლიტიკაზე ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ ეს თავიდან მაინც ვერ ავიცილეთ. წყენაზეც ვილაპარაკეთ და სიხარულზეც. მათი საუბრიდან
გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ 90-იანი წლების კონფლიქტში არაფერ შუაში არიან აფხაზები, ეს კონფლიქტი გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური სიტუაციიდან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

Sportall.Ge
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ