რომან რურუა: სტეფანეკი ბოლქვაძეზე ძლიერი არაა, უბრალოდ, სუსტი წერტილი უპოვა და მოუგო

AutoSharing Option
მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ გაზეთ "ლელოსთან" ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე შმაგი ბოლქვაძის გამოსვლაც შეაფასა.

- რიო 2016: ერთადერთი, რაც შმაგი ბოლქვაძემ ვერ გააკეთა... [VIDEO]

"ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რაც ხდება, ჩემთვის ახალი არაა. ამ ოთხწლიან ციკლში გუნდი მთავარ ტურნირზე - მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე მესამედ ვერ შევიდა ათეულში. ეს ნიშნავს, რომ კატასტროფის წინაშე ვართ.

კატასტროფა არ გვაქვს ახალგაზრდა კადრებში. ისინი მზად არიან სავარჯიშოდ და იმისთვისაც, რომ თავი დასდონ ბრძოლაში, მაგრამ ჩვენში არ
დევს ის ცოდნა და შემართება, რაც ამ ბავშვებს სჭირდებათ.

საგულისხმოა, რომ ვინც ჩვენგან მიდის, ყველა წარმატებას აღწევს. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ადგილზე არ გვაქვს კვალიფიციური ცოდნა და მწვრთნელები. ფიზიკურ აღზრდაში ხომ ჩამოვრჩებით, არაგადამდები ავადმყოფობებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, ამაში კი ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შედის.

ბოლქვაძეს რაც შეეხება, კარგი ბიჭია, მაგრამ გამოჩნდა, რომ ხელები აქვს სუსტი, თავი ვერ დაიცვა და დაახრჩო სტეფანეკმა. ირანელთან კი მოიგო, მაგრამ იქაც ჰქონდა შეცდომები - ფიზიკურად უგებდა, მაგრამ აირჩია ჩოქბჯენი. არადა, იქიდან სამჯერ ვერ დაატრიალა. როცა ორჯერ ვერ გაუკეთა გდება, მესამედ რაღას ირჩევ?

სტეფანეკი ბოლქვაძეზე ძლიერი არაა. უბრალოდ, სუსტი წერტილი უპოვა და მოუგო. იმ მდგომარეობიდან თავის დაცვა არაა ძნელი, მაგრამ ეს უნდა ასწავლონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული