გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისთვის კანოე-კაიაკის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც პორტუგალიის მონტემორ უ ველიუ მასპინძლობდა, შედეგიანი გამოდგა.

23-წლამდელებში მოასპარეზე გია გაბედავას 200 მეტრზე კანოეისტთა საკვალიფიკაციო გაცურვაში 42.705 წამით მეოთხე შედეგი აღმოაჩნდა, რამაც მას ნახევარფინალში გამოსვლის შესაძლებლობა მისცა.

გაბედავამ ნახევარფინალური გაცურვა მეორე შედეგით დაასრულა (43.565) და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა (ფინალისთვის საუკეთესო სამეულში მოხვედრა იყო საჭირო). გადამწყვეტ ასპარეზობაში გია გაბედავამ ფინიშის ხაზი მესამე შედეგით - 41.208 წამი გადაკვეთა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული