ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიო რეკორდებითა და ჩემპიონობით დააგვირგვინა.

მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 210, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაშიც სამივე ცდა გამოიყენა (243, 250, 257) და ჯამში 477 კილოგრამით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან თავისივე რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ატაცში 220 კილოგრამიც მსოფლიოს რეკორდია. მანამდე მას 117 კგ ჰქონდა აწეული.


ასე და ამგვარად, ანაჰაიმში ქართული ჰიმნი ამაყად აჟღერდა.
კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე აღმოჩნდა ირანელი საეიდ ალიჰუსეინი, ხოლო მესამე იყო ასევე ირანელი ბეჰდად სალიმიკორდასიაბი.


საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიული შედეგით, ჯამში 7 მედლით დაასრულა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი ძალოსნების ანგარიშზე 5 ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაოა. შეგახსენებთ, რომ ანაჰაიმში მანამდე ქალთა შორის 90 კგ-ში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ანასტასია გოტფრიდმა, ხოლო შოთა მიშველიძემ 62 კგ-ში ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებიდან უმედლოდ მხოლოდ რევაზ დავითაძე (85) დარჩა, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 38 /
ჩათვალეთ საქართველო ოლიმპიადას ერთი ოქროთი ვიწყებთ.
ირაკლი-აბაბო
06 დეკემბერი 2017 14:40
0
გილოცავ ამ დიდ გამარჯვებას და მსოფლიო რეკორდსმენობას! მოგველოცოს კიდევ მრავალი გამარჯვება!
ლევანი
06 დეკემბერი 2017 14:37
0
მშვენიერი საყურებელია ამ კაცის ყურება, თავის მიმართაც თბილად განგაწყობს. წარმატება!
რეზო
06 დეკემბერი 2017 13:56
1
გეხუტე გულში,შენ გენაცვალე,ლეგენდა ხარ ასე გააგრძელე ძმაო.
gela
06 დეკემბერი 2017 13:51
0
RESPECT!!
333
06 დეკემბერი 2017 13:43
0
პლანეტის საუკეთესო სპორტსმენო და უკვე ახალგაზრდა ლეგენდავ გილოცავ ჩემპიონობას და ვისურვებდი რომ შენი რეკორდები კარგა ხანს დარჩენილიყოს ძალოსნობის ისტორიაში. მე ძალიან ამაყი და გახარებული ვარ
Fani
06 დეკემბერი 2017 13:23
0
ლაშა შენ ხარ ყველანაირად მისაბაძი ქართველი ვაჟკაცი შენისთანები თუ ბევრი გვეყოლება ალბათ გადავრჩებით
ntkri
06 დეკემბერი 2017 13:14
0
შენ გაიხარე ლაშა!იფ, რა კარგ ხასიათზე დავდექი!
qartveli
06 დეკემბერი 2017 13:08
0
ქრთველი დევკაცი! პატიოსნების,კეთილშობილობის და თავმდაბლობის სიმბოლო. გაიხარე და გამრავლდი საამაყო კაცო და კიდევ ბევრჯერ გაგვახარე. ულოცავ სრულიად საქართველოს ქართული სულის აგრერიგად წარმოჩენას.
emigranti
06 დეკემბერი 2017 12:58
0
ლაშა არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა,მზგავსი რომ არ მოიძებნება ისეთი,თავმდაბალი და ყველასათვის მისაბაძი,ასევე არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში რომ არის გაზრდილი ყველაფერზე ეტყობა.მე მქონდა ბედნიერება ახლოს გამეცნო ლაშა,რომელმაც ისეთი სითბო და სიყვარული დაგვანახვა ყველას,რომ აღფრთოვანებული დაგვტოვა თითოეული მათგანი.წარმატებები ლაშა,ეჭვი არ მეპარება,რომ ყოველთვის მიაღწევს იმას,რასაც მიზნად დაისახავს
მადონა
06 დეკემბერი 2017 12:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული