სხვა

ჩოგბურთი

მე-2 ჯგუფთან ახლოს - ქართველმა ვაჟმა ჩოგბურთელებმა პოლონეთში კარგად დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა დევისის თასის მე-2 ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დღე ბოლივიასთან შესანიშნავად ჩაატარა.

თავიანთი შეხვედრები მოიგეს ალექსანდრე ბაკშიმა ხუან კარლოს პრადო ანგელოსთან) და ზუკა ტყემალაძემ (რაულ გარსიასთან), რის შემდეგაც ჩვენი გუნდი დაპირისპირებაში 2:0 დაწინაურდა. 

დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, წყვილთა თანრიგის შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც ალექსანდრე ბაკში და სანდრო მეტრეველი იასპარეზებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ქართველმა ჩოგბურთელებმა გამარჯვება მოახერხეს, ანგარიში 3:0, ხოლო დარჩენილი ორი მატჩი ფორმალობა გახდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბოლივიის დაპირისპირების გამარჯვებული მე-2 ჯგუფში ადგილს გაინაღდებს. შეხვედრებს პოლონეთი მასპინძლობს.