საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა ნიკოლოზ ბასილაშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
ჩოგბურთელი ზუკა ტყემალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების სახელით სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

პოსტს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენ, ქართველი ჩოგბურთელები, სრულ მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. განვიცდით და საგანგაშოდ მიგვაჩნია ის მორალური და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც სპორტსმენის წინააღმდეგ არის მიმართული და მიზნად ისახავს ნიკოლოზ ბასილაშვილის რეპუტაციის შელახვას საერთაშორისოს ასპარესზე.

ისე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩვენც მხარს ვუჭერთ ცივილურ, მშვიდ და სამართლებრივ პროცესს, რომლის საშუალებითაც სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მოვუწოდებთ არასამთვრობო სექტორსა და მედიას,
დაელოდონ სასამართლო პროცესის დასრულებას და ნუ გაუსწრებენ მოვლენებს წინ.

სპორტის გულშემტკივრებს კი ვერავინ ვერ მიგვითითიებს თუ რა ფორმით და როგორი ემოციით გავიზიაროთ ნიკა ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობა.

კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს კოლეგას. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!!!", - წერს ტყემალაძე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გენაცვალეთ!!! მე პირადად თქვენს გვერდით ვარ!
დიმო
22:08 17-03-2021
0
წარმატებები ნიკას
ირინა გუნცაძე
20:33 17-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული